მარატ კულახმეტოვი ცხინვალში იმყოფება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი მარატ კულახმეტოვი დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.
ინფორმაციას დეფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი დე-ფაქტო მინისტრ მურად ჯიოევთან კულახმეტოვმა ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის საკითხები განიხილა.
კულახმეტოვი ცხინვალში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებსაც შეხვდა.
ჟენევაში 2008 წლიდან ქართულ-აფხაზურ-ოსურ მხარეებს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მას რუსეთის, ამერიკის, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ჟენევის 38-ე მოლაპარაკება 13-14 დეკემბერს გაიმართება.
კულახმეტოვი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მანამდეც, ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებს მეთაურობდა.