მურატ ჯიოევმა მარატ კულახმეტოვთან ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგი განიხილა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ მურატ ჯიოევი ცხინვალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველს, მარატ კულახმეტოვს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგი განიხილეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 13-14 დეკემბერს გაიმართება. ე.წ. სამხრეთ ოსეთი კვლავ მოითხოვს “ძალის გამოუყენებლობის შესახებ” თბილისთან შეთანხმების გაფორმებას. მურატ ჯიოევმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ თბილისი კვლავ იყენებს „სახიფათო რიტორიკას“ ოკუპირებული რეგიონის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები