ე.წ. სამხრეთ ოსეთში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება. წვევამდელებმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ და შემდეგ მათ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სასწავლო კომპლექსში გადაიყვანენ. სამხედრო სამსახურში გაწვევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის ლეონიდ თიბილოვის ბრძანებულების საფუძველზე ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში წელიწადნახევრით იწვევენ. ე.წ. პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღების შემდეგ ეს ვადა ერთ წლამდე შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები