რუსული დუმის ვიცე-სპიკერი ჰომოსექსუალებზე გადაღებული სერიალის გადახედვას მოითხოვს

  რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრმა იგორ ლებედევმა რუსეთის გენერალურ პროკურატურაში თხოვნა შეიტანა, რათა გაირკვეს, რამდენად კანონიერია რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული მინისერიალის – “ძიების”გავრცელება, – ამის შესახებ რუსული “ბი-ბი-სი” იუწყება.
დეპუტატი მოითხოვს, შემოწმდეს კონკრეტული სერიალი და მასში ასახული ინფორმაცია არღვევს თუ არა კანონს არასრულწლოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის შესახებ.
“იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა დარღვევები, გთხოვთ, მიიღოთ ზომები მინი-სერიალის გავრცელების წინააღმდეგ ინტერნეტით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, – წერს დებუტატი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
ანალოგიური თხოვნა დეპუტატმა რუსეთის კულტურისა და კავშირგაბმულობის სამინისტროში შეიტანა. მან ასევე ოჯახის, ქალებისა და ბავშვების საკითხებში დუმის კომიტეტის ხელმძღვანელს  ელენა მიზულინოს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები