ანონსი 3 დეკემბერი

11:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლები თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის დარბაზში პარასპორტსმენებთან ერთად კალათბურთის საჩვენებელ მატჩს გამართავენ. ამხანაგური მატჩი პარასპორტის საფესტივალო კვირეულის ფარგლებში ჩატარდება.
მის.: ბელიაშვილის ქ. #5

11:00
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები მათი აქტივობებით დასაქმებულ და სტაჟირებაგავლილ შშმ პირებს შეხვდებიან.
მის.: აღმაშენებლის მე-12 კმ (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი, კლინიკა „ლანცეტის“ გვერდით)

11:00
საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ (მე-3 პავილიონი), მთავრობა წარადგენს ქვეყნის პირველ ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ.
მსჯელობას გახსნიან ნატალია ჯალიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი, სოფო კილაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, შომბი შარპი – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში,ივონ გოგოლი – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) პროგრამის მენეჯერი.
მის: წერეთლის გამზ. #118

12:00
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის დარბაზში შედგება კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების მე–5 ტრადიციული საერთაშორისო წლიური შემაჯამებელი კონფერენცია.
მის.: ვაჟა ფშაველას 33, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის კორპუსი, პირველი სართული
საკონტაქტო პირი ზაზა ტალახაძე – 599 89 99 98

15:00
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აქცია “მე ვარ აივ დადებითი“ გაიმართება.
მის: სიონის, შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩების კვეთაზე მდებარე მოედანი.

17:30
ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროგრამა ”ბიზნეს ინკუბატორის“ სტარტაპებისა და ინვესტორების შეხვედრას გამართავს, სადაც 8 გუნდი საკუთარი სტარტაპების პრეზენტაციებს წარადგენს. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრება.
მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები