საქართველოს პრეზიდენტი ფილიპ ლეფორს შეხვდა

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა ლეფორთან შეხვედრისას, ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ გაამახვილა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრის მიზანი იყო კიდევ ერთხელ დადასტურებულიყო ევროკავშირის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე. „შეხვედრისას, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელოვანი წინაპირობა და გარანტია სწორეს ეს ურყევი პოზიციაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სტაბილური მხარდაჭერა და ჟენევის პროცესის წარმართვა ამ პრინციპების სრულად გათვალისწინებით. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა დღეს ჩვენ სწორედ ამაში დაგვარწმუნა”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები