1 დეკემბერი

11:30 საათზე – „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლაშა კილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით დაწყებული პოლიტიკური კამპანია; მარიხუანას კულტივირებისა და მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია და როგორია მსუბუქიდან მძიმე ნარკოტიკებზე გადასვლის ოფიციალური მონაცემები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

12:00 საათზე – თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თბილისის უკან დაბრუნებული ბიუჯეტი და შენიშვნები გარემოსდაცვითი მიმართულებით; „სითი პარკი“; „თბილისის განვითარების ფონდის“ გაუქმების მოთხოვნა; არის თუ არა კონტოლირებადი ქალაქში სიმაღლისა და გამწვანების კოეფიციენტი.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები