28 ნოემბერი

10:30 საათზე – მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ რეჟისორი და პროდიუსერი ნიკოლოზ ხომასურიძე და სამშენებლო კომპანია „ანაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ გამცემლიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სახალხო პროექტი, ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე და ქართული საგანძურის ისტორია. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:00 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს,
თემა: ახალი მთავრობის და პარლამენტის გამოწვევები, საზოგადოებრივი მოლოდინები და სამართლიანობის აღდგენის ხარვეზებზე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა.

12:00 საათზე – საქართველოს პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ემზარ კვიციანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საპარლამენტო სტრუქტურები და არსებული დაპირისპირება კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებთან დაკავშირებით; ნდობის ჯგუფი და რისკები, როს გამოც კვიციანი შესაძლოა, ვერ მოხვდეს ჯგუფში; კოდორის თემა და საეჭვო ხელშეკრულება; ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სამხედრო ძალების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები