ხალხის განმათავისუფლებელი თუ კუბის დამაქცეველი – ვინ იყო ფიდელ კასტრო

კუბის რევოლუციის ბელადი ფიდელ ალეჰანდრო კასტრო რუსი, (Fidel Alejandro Castro Ruz) 1928 წლის 13 აგვისტოს, კუბაში, ორიენტეს პროვინციაში დაიბადა. კასტრო რევოლუციონერი, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე იყო. 1959-2011 წლებში ფიდელ კასტრო კუბის ლიდერის პოსტს იკავებდა. 1959 – 2008 წლებში კასტრო ასევე იყო კუბის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. გარდა ამისა, 1976 – 2008 წლებში ფიდელ კასტრო იყო კუბის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და 1961 – 2011 წლებში – კუბის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე.

1420832283181-cachedკასტროს მმართველობის პერიოდში, კუბა გახდა ერთპარტიული სოციალისტური ქვეყანა, ხოლო მისი მრეწველობა და კერძო საკუთრება ნაციონალიზებული იყო.
კასტრო მსხვილი ფერმერის შვილი იყო. მემარცხენე იდეოლოგიის მომხრე ის 1940-იან წლებში, ჰავანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში გახდა. 1953 წელს კასტრო კუბის პრეზიდენტის ბატისტას სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხებაში მიიღო მონაწილეობა. მაშინ კასტრო და მისი მომხრეები მონკადაში სამხედრო ქალაქს დაესხნენ თავს. ფიდელ კასტრო დააპატიმრეს. ციხიდან ის დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გამოვიდა და მექსიკაში გაემგზავრა. იქ ,ჩე გევარასთან და რაულ კასტროსთან ერთად, რევოლუციური მოძრაობა დაიწყო, რომლის სახელწოდება იყო „26 ივლისი“.
კუბაში დაბრუნების შემდეგ, კასტრომ ბატისტას რეჟიმის წინააღმდეგ პარტიზანული ომი დაიწყო. ფიდელ კასტროს პარტიზანების ბაზა სიერა – მაესტრას მთებში მდებარეობდა. ამ მოძრაობას 1959 წელს ბატისტას რეჟიმის ჩამოგდება მოჰყვა და კუბის სათავეში რევოლუციონერები მოვიდნენ. სწორედ ამ დროს აშშ-ის ადმინისტრაციამ კუბის წინააღმდეგ ეკონომიკური ემბარგო დააწესა. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ კასტროს ფიზიკური ლიკვიდაცია რამდენჯერმე სცადა, ხოლო 1961 წელს ფიდელ კასტროს რეჟიმის დასამხობად გადატრიალებაც მოაწყო, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
კასტროს კარგი ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან აშშ-ის უკმაყოფილებას იწვევდა. 1962 წელს მან მოსკოვს კუბაში ბირთვული იარაღის განთავსების უფლება მისცა. ვინაიდან კუბა აშშ-დან სულ რაღაც 150 კილომეტრში მდებარეობს, ვაშინგტონმა ეს ფაქტი პირდპაირ სამხედრო საფრთხედ შეაფასა და კუბის საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა. ეს მოვლენები ცნობილია როგორც 1962 წლის კარიბის კრიზისი, რასაც კინაღამ საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ საბჭოთა კავშირი იძულებული იყო, კუბიდან ბირთვული იარაღი და რაკეტები გაეტანა. 15211627_10207346164843980_2135894834_n
საბჭოთა კავშირი კუბას მრავალმილიარდიან დახმარებას უწევდა. სსრკ კუბისგან შაქრის ლერწამს ყიდულობდა, ხოლო საბჭოთა გემები რეგულარულად ჩადიოდა კუბაში და იქ ყველა აუცილებელი ტვირთი ჩაჰქოდა, მათ შორის ავტომობილებიც, რის გამო კუბის ავტოპარკის დიდი ნაწილი ბოლო დრომდე საბჭოთა წარმოების მანქანებით იყო დაკომპლექტებული.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კასტრომ კუბა ერთპარტიულ სახელმწიფოდ გამოაცხადა, რომლის სათავეშიც “კომუნისტური პარტიაა”. ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად გადავიდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, ასევე, მკაცრი სახელმწიფო კონტროლი დაწესდა პრესაზე და მკაცრად იდევნებოდა განსხვავებული აზრის ნებისმიერი გამოვლინება. 15175474_10207346164803979_1548596233_n
ფიდელ კასტრო აქტიურად მონაწილეობდა „მსოფლიო კაპიტალიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ის აქტიურად უჭერდა მხარს მარქსისტულ ორგანიზაციებს ჩილეში, ნიკარაგუასა და გრენადაში. ასევე, მან შეიარაღებული ძალები გააგზავნა მემარცხენეების მხარდასაჭერად ეთიოპია- სომალის შორის მიმდინარე ომის დროს და ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კუბაში „განსაკუთრებული პერიოდი“ გამოცხადდა. ეკონომიკაში კერძო საკუთრება კვლავ აკრძალული იყო, ხოლო საერთაშორისო არენაზე კასტრომ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა მემარცხენე ლათინოამერიკელ ლიდერებთან, როგორიც იყო ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი უგო ჩავესი. 15174671_10207346164723977_1312261732_n
1990-იანი წლები კუბისთვის ძალზე რთული პერიოდი იყო. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთმა კუბისგან შაქრის ლერწმის შეძენა შეწყვიტა. ასევე შეწყდა ეკონომიკური დახმარებაც, რამაც კუბაში უძლიერესი სასურსათო კრიზისი გამოიწვია. სწორედ ამ დროს ათიათასობის კუბელმა ამერიკაში გაქცევა სცადა. ბევრი ზღვაში დაიღუპა, თუმცა დიდმა ნაწილმა აშშ-ის სანაპირომდე მიაღწია. ფიდელ კასტრო იძულებული იყო დიქტატორული რეჟიმი შეერბილებინა.
1998 წელს კუბაში რომის პაპის ისტორიული ვიზიტი შედგა, რომელმაც კუბის რევოლუციის ბელადი ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში დაადანაშაულა.
2006 წლის 31 ივნისს ფიდელ კასტრომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო თავისი საკვანძო თანამდებობები ძმას, რაულ კასტროს გადასცა. 2009 წლის 24 თებერვალს მან ყველა სახელმწიფო თანამდებობა დატოვა. 2011 წლის 19 აპრილს კი კომუნისტური პარტიის ლიდერის პოსტიდანაც გადადგა. ფიდელ კასტრო კუჭის სიმსივნით იყო დაავადებული, თუმცა ოფიციალური ჰავანა ამ ინფორმაციას არ ახმაურებდა.15175613_10207346164963983_1620681061_n
ფიდელ კასტროს პირად ცხოვრებაზე ლეგენდები დადის. მის ერთადერთ ოფიციალურ ცოლად მირტა დიას-ბალარტი ითვლება. მასთან ფიდელ კასტროს ერთადერთი კანონიერი შვილი – ფიდელ ფელიქს კასტრო დიას ბალარტი ჰყავს, თუმცა კასტროზე მრავალი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ასობით საყვარელი და უკანონო ცოლი ჰყავს“.
ნებისმიერი დიქტატორის პირადი ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო საიდუმლოებაა, ამიტომ კასტროს „ასობით ცოლისა“ და „შვილების ბატალიონის“ შესახებ ძირითადად დასავლურ მედიაში გავრცელებული სტატიებიდან არის ცნობილი. რა არის ამ პუბლიკაციებში მართალი და რა -არა, რთული სათქმელია.
ერთ-ერთი ვერსიით, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოების ინიციატივა თავად კასტროს ეკუთვნოდა, ვინაიდან ის შიშობდა, რომ ახლობლებს და ნათესავებს სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები მის წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენებდნენ. 15209089_10207346165003984_126832982_n
ფიდელ კასტრო საკმაოდ საკამათო ფიგურაა. მისი მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ კასტრომ კუბა ამერიკული გავლენისგან დაიცვა. ის ატარებდა ჰუმანისტურ პოლიტიკას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გარემოს დაცვის საკითხში. ოპონენტები კი კასტროს დიქტატორს უწოდებენ, რომლის დროსაც ირღვეოდა ადამიანის უფლებები და რომლის მმართველობის პერიოდშიც კუბა მილიონამდე ადამიანმა დატოვა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა გაპარტახდა.
ყველაფერი ამის მიუხედავად, ფიდელ კასტრო ან უბრალოდ, „ფიდელი“ კუბის და მსოფლიო ისტორიაში, უდავოდ შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები