“შუა დერეფნის ფუნქციის გასაზრდელად, ანუ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია – საქართველოს ჰქონდეს სათანადო როლი; ამ კუთხით, საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება” – აბაშიშვილი

“შუა დერეფნის ფუნქციის გასაზრდელად, ანუ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის უზრუნველსაყოფად, ძალიან მნიშვნელოვანია – საქართველოს ჰქონდეს სათანადო როლი და ამ კუთხით, ბუნებრივია, საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“  „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადა.

„ეს დინამიკა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდ ბაზარზე, რომელიც ძალიან საინტერესო, მაღალი მსყიდველობითი უნარით გამოირჩევა. მსოფლიო ბანკის კვლევით ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა გასამმაგდება, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს შესაძლებლობების ზრდასთან. რეგიონში და კონტინენტზე საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს სტრატეგიული პარტნიორობა და თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან და მეორე მხრივ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ეს არის სრულიად უნიკალური და განსხვავებული შესაძლებლობა შუა დერეფანში საქართველოს წამყვანი როლის უზრუნველსაყოფად“, – განმარტა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები