“წარმოუდგენელია, ისაუბრო იმაზე, რომ საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, როცა ათასზე მეტ რეზოლუციას თუ განცხადებას ვართ მიერთებული” – წილოსანი

“წარმოუდგენელია, ისაუბრო იმაზე, რომ საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, როცა ათასზე მეტ რეზოლუციას თუ განცხადებას ვართ მიერთებული”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას განუცხადა.

“როგორც ჩანს, მათი სურვილია, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს ისეთი აგენტურით, რომელსაც ისინი გულშემატკივრობენ. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმემ უბრალოდ მოსაზრებად ჩათვალოს, თუმცა რაც ინტერპრეტაციას იწვევს, ეს არის მათი მხრიდან დუმილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. თუ ამ თემაზე დუმხარ, ე.ი. გულშემატკივრობ მათ, ვინც გადატრიალებას აწყობდა”, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები