“⁶წელს მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი და ვნახეთ, რაღაც გაუგებარი მიზეზიდან გამომდინარე, როგორ თქვეს უარი საქართველოში ჩამოსვლაზე, რადგან ამ შეფასებით ყველა კიდევ ერთხელ დაინახავდა, რომ პრეტენზია არჩევნების მიმართ დასაბუთებული ვერ იქნებოდა” – პაპუაშვილი

“წელს მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი და, რაღაც გაუგებარი მიზეზიდან გამომდინარე, ვნახეთ, რომ უარი თქვეს საქართველოში ჩამოსვლაზე, ვინაიდან, კიდევ ერთხელ, ყველა დაინახავდა ამ შეფასებით, რომ პრეტენზია არჩევნების მიმართ დასაბუთებული ვერ იქნებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “კურიერი P.S.-ისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩვენ თუ გავიხსენებთ 2024 წლის წინასაარჩევნო გარემოს, მთავარი, რაც გაგვახსენდება, განსხვავებით სხვა წინა არჩევნებიდან, ეს იყო უცხო ქვეყნების, მათი დიპლომატების თუ პოლიტიკოსების ღია, პირდაპირი და უხეში ჩარევა არჩევნებში. შემდეგ, 26 ოქტომბერს, ყველა ეს აქტორი, რომელიც ვა ბანკზე წავიდა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაებრუნებინა “ნაციონალური მოძრაობა”, დამარცხდა. ქართველი ხალხი გამოვიდა უპრეცედენტო რაოდენობით და თავისი სიტყვა თქვა. ერთადერთი გზა, რომელიც ნახეს, იყო, რომ ამ არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ჩვენს და მათ შორის ჩვენსა და ევროკავშირის ურთიერთობის ჭრილში თუ დავინახავთ, ეს არის სამარცხვინო ლაქა, როდესაც შეეცადნენ, რომ დემოკრატიული არჩევნებისთვის ძირი გამოეთხარათ და ქართველი ხალხის ნება უგულებელყოთ.

წელს მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი და რაღაც გაუგებარი მიზეზიდან გამომდინარე ვნახეთ, რომ უარი თქვეს საქართველოში ჩამოსვლაზე, ვინაიდან კიდევ ერთხელ ყველა დაინახავდა ამ შეფასებით, რომ პრეტენზია არჩევნების მიმართ დასაბუთებული ვერ იქნებოდა. მათ შორის დადასტურდა იმით, რომ თავად ეს პარტიები, ვინც მონაწილეობდნენ, რომლებიც გამოირჩევიან ცრუ ნარატივებით, “ლელო” იქნება თუ გახარიას პარტია, ერთი პრეტენზია ვერ წარმოადგინეს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები