პრემიერი: მიკვირს, როგორ ვერ ხედავთ, თუ რა თანხებს იხდის ივანიშვილი ჯიბიდან „ქართუ ფონდის“ მეშვეობით

„არ გნებავთ, რომ დაინახოთ ის, თუ რა თანხებს იხდის ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის განვითარებისთვის“.-ამ განცხადებით გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ იმ რეპლიკას უპასუხა, სადაც ოპოზიციამ, ივანიშვილს, ქვეყნისთვის სასიკეთოდ, საკუთარი ჯიბიდან მოთხოვა ფულის ხარჯვა.
კვირიკაშვილმა პოლიტკურ ოპონენტებს ურჩია მოეკითხათ ის პროექტები, რაც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთდება.
„მიკვირს როგორ ვერ ხედავთ თუ რა თანხებს იხდის ივანიშვილი ჯიბიდან „ქართუ ფონდის“ მეშვეობით, მე მოგიწოდებთ, რომ მოიკითხოთ ინფორმაცია თუ რა ხდება „ქართუ ფონდის „ საქმიანობის მისამართით, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე უნივერსიტეტის მშენებლობა და ასე შემდეგ. თქვენ დარწმუნდებით, რომ ის ადამიანი ძალიან დიდ კონტრიბუციას აკეთებს ქვეყნის განვითარების საქმეში, მოიკითხეთ, დარწმუნდებით და ისეთ რაღაცეებს გაიგებთ, დამერწმუნეთ, რომ თქვენც კი გაგიკვირდებათ, მაგრამ თქვენივე სიტყვებით გპასუხობთ, რომ მუდმივად თეთრზე შავს ამბობთ,“-უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები