კვირიკაშვილმა მელიას კითხვას არაკორექტული უწოდა – პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიც წარმოდგენილია

აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიც არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“თქვენი კითხვა იყო ძალიან არაკორექტული ნომინალურ პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით, მე მაინც კონსტრუქციულად გიპასუხებთ – აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიც არის წარმოდგენილი და ყველა საკადრო გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება დღეს მინისტრთა კაბინეტის ფარგლებში და იმ საკადრო გადაწყვეტილებებზე, სადაც ვრცელდება ჩემი კომპეტენცია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები