კვირიკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“: იმედია, ქვეყნის ხვალინდელი დღის მშენებლობაში თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება
იმედია, თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღის მშენებლობაში და ეს თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, “ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა უმცირესობას პარლამენტის წევრობა მიულოცა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო.
ამ წუთებში ის “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.