გიორგი კვირიკაშვილი: ვიქტორ დოლიძის განცხადება არის ძალიან შორს სიმართლისგან, რაც, ვფიქრობ, ემოციებისგან მოუვიდა

ე.წ. კაბელების საქმეზე ვიქტორ დოლიძის განცხადებას გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა. პრემიერი აცხადებს, რომ დოლიძე ემოციებს აჰყვა და ხელისუფლება არ ერევა პროკურატურის საქმეებში.
„ეს არ არის სწორი განცხადება, რაც გინდა ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს ვიქტორ დოლიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით, მას არავინ სთხოვს პროკურატურის პოზიციის დაცვას, მაგრამ მინიმუმ მეორე მხარეს არ უნდა გაააკეთოს კომენტარები, მით უფრო, რომ ამ კომენტარს სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ჩვენ ვენდობით ინსტიტუციებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში მოქმედებენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილელები არავითარ შემთხვევაში არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს არც დღეს და არც გასული 4 წლის განმავლობაში, არც ერთ მომენტში ეს ასე არ ყოფილა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები