25 ნოემბერი

10:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, რატომ იწუნებს მას საკრებულო, რა შენიშვნებით დაუბრუნდა მერიას და არსებობს თუ არა შენიშვნების შესწორების შესაძლებლობა; ადმინისტრაციული ხარჯები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11:00
საქართველოს პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ემზარ კვიციანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საპარლამენტო სტრუქტურები და არსებული დაპირისპირება კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებთან დაკავშირებით; ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სამხედრო ძალების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები