თბილისში, ვახტანგ III-ის ქუჩაზე წმინდა დიმიტრი ყიფიანის ტაძარი ეკურთხება

26 ნოემბერს, 9:00 საათზე, სვანეთის უბანში, წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი ეკურთხება.
როგორც „კვირას“ დიმიტრი ყიფიანის შთამომავალმა, მწერალმა თამარ მიქაძემ განუცხადა, მამა მალხაზ ყიფიანის თაოსნობით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძრის მშენებლობას საძირკველი 2010 წლის 15 აპრილს ჩაეყარა.
„სვანეთის უბანში, ვახტანგ III-ის ქუჩა #2-ში (ყოფილი ტერენტი გრანელის ქუჩა) აშენდება წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი. მისი შთამომავლებისთვის ამაზე მეტი სასიხარულო რა უნდა იყოს.
მამა მალხაზის სურვილია, ტაძრის ქვევით, წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის საზოგადოებრივი დარბაზის დაფუძნებაც“, – აღნიშნა თამარ მიქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები