დავით სერგეენკო: ჭიაბერაშვილს არაფერს არ ვუპასუხებ, თუმცა, გაოცებული ვარ ამ ადამიანის ნეგატოფილიური მიდრეკილებებით
“მე ბატონ ჭიაბერაშვილს არაფერს არ ვუპასუხებ, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, გაოცებული ვარ ამ ადამიანის ნეგატოფილიური მიდრეკილებებით”, – ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში დავით სერგეენკომ განაცხადა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა ახალ მინისტრთა კაბინეტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად წარადგინა.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ნებისმიერ პირს შეუძლია გამოითხოვოს კლინიკების მიერ შესრულებული მუშაობა.
“გამჭვირვალეა მონაცემები, ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს, როგორ ხდება ანაზღაურება კლინიკების შესრულებული სამუშაოსი. თუნდაც ის წინა წლების გამოცდილება, როდესაც 2015-ში ვისმენდით მისგან და სხვა ოპონენტებისგან, რომ დაიქცევა ყველაფერი, გაკოტრდება სახელმწიფო, ეს ასე არ მომხდარა, ანუ გადახდება ხდება გრაფიკების მიხედვით. სამწუხაროდ არის ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოსკენ იშვერს ხელს, რომ მათ მიერ გასაცემლების დაგვიანება სახელწიფოს დაბრალდეს”, – განაცხდა დავით სერგეენკომ.