გოგონების წინდაცვეთა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება

გოგონების წინადაცვეთა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს კანონმდებლობაში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და უწყება იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი მას მხარს დაუჭერს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, ეს წესი საქართველოში სასწრაფოდ აღმოიფხვრას.
„ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ძალიან ბევრი ნაბიჯი, მათ შორის, საკანონმდებლო გადაიდგა ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხში ასაყვანად. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით. იმედი მაქვს, რატიფიცირება ახალი პარლამენტის ფარგლებში მოხდება, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ეხება ქალის გენიტალიების დამახინჯებას. თუკი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, იქნება ცალკე მუხლი, რომ გოგონების ე.წ. წინადაცვეთა გახდეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობდა საქართველოში. არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის, აფრიკის კონტინენტზე, სადაც გოგონები ასე სახიჩრდებიან და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ის რამდენიმე მაგალითი, რაც ორ თუ სამ სოფელში არსებობს, სასწრაფოდ აღმოიფხვრას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები