მამუკა მდინარაძე: სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმება თავის დროზე იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება

ფრაქცია „ქართულ ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თვლის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ამ ეტაპზე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება ნაჩქარევია. მდინარაძე აღნიშნულ საკითხში ლევან იზორიას გადაწყვეტილებას ეთანხმება.
„სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმება თავის დროზე იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, საერთაშორისო პრაქტიკაც ამაზე მიუთითებს. საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც ამ რაკურსით ფუფუნების უფლება აქვს. მე ვეთანხმები ლევან იზორიას და პრეზიდენტის პოზიციას ამ საკითხზე”, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები