პრეზიდენტი: 2012 წლიდან მედიაგარემო თვისობრივად გაუმჯობესდა

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიაში სტაბილურობა, ჟურნალისტური საქმიანობის დაცულობა არის სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, – შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მიშველაძემ პრეზიდენტის სახელით აღნიშნა, 2012 წლიდან მედიაგარემო თვისობრივად გაუმჯობესდა.
„მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან მედიაგარემო თვისობრივად გაუმჯობესდა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მედიაში მიმდინარე პროცესებმა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ის საკითხებია, რაზეც საქართველოს პრეზიდენტს მუდმივად უწევს საუბარი ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიაში სტაბილურობა, ჟურნალისტური საქმიანობის დაცულობა არის სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ყველა კითხვას და ეჭვს, რომელიც მედიათემატიკასთან დაკავშირებით არსებობს, უნდა გაეცეს გასაგები და გამჭვირვალე პასუხი. ჩვენ ვგულისხმობდით აბსოლუტურად ყველა პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც დაიწყო ჩემი და ინგა გრიგოლიას გადაცემების დახურვით, შემდეგ “მაესტროში” მიმდინარე მოვლენებით, გაგრძელდა „რუსთავი 2“-ით და თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თემით“, – განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები