ეკონომიკის სამინისტროს გიორგი გახარია უხელმძღვანელებს

“ეკონომიკის სამინისტროს გიორგი გახარია უხელმძღვანელებს”, – ამის შესახებ პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაბათს, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა .
გახარია 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე ეკონომიკური საბჭოს მდივანი იყო. ასევე, იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი 2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე. Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR &ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 2008 წლის ნოემბრიდან – 2013 წლის თებერვლამდე, 2006 წლის მაისიდან – 2009 წლის სექტემბრამდე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი.
2004 წლის მაისიდან – 2008 წლის ნოემბრამდე – “SFK Group” – ის გენერალური დირექტორი. 1999-2000 წწ. – “ეფექტური პოლიტკის ფონდის“ ანალიტიკოსი. 1997 წლის სექტემბერი – 2004 წლის ნოემბერი – A-Edam – ის გენერალური დირექტორი.
დამთავრებული აქვს 2002-2004 წწ. მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი ბიზნეს სკოლა – არის ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA).
1994-2000 წწ მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტი –  არის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. 1992-1994წწ ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები