თეა წულუკიანი: „რუსთავი 2“-ის მომავალი სასამართლოში ჩემთვის არ არის საინტერესო

„რუსთავი 2“-ის მომავალი სასამართლოში ჩემთვის არ არის საინტერესო”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა უზენაეს სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც წულუკიანმა განმარტა, მისთვის უფრო მნიშვნლოვანი ის არის, რომ ახალი მთავრობა არც ერთ მედიაარხს არ გააკონტროლებს.
„რუსთავი 2“-ის მომავალი სასამართლოში, ისევე, როგორც მოწინააღმდეგე მხარის მომავალი სასამართლოში, ჩემთვის არ არის საინტერესო. არც ამ დავის გამოსავალია ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის საინტერესო ის არის, რომ 15-მდე კამერა დგას დღეს აქ და რომ საქართველოში არის მედიაპლურალიზმი და ეს მთავრობა, როგორც წარსულში, ისე მომავალში, არც ერთ მედიაარხს არ გააკონტროლებს. ეს არის ჩემთვის მთავარი“,-განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები