დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკის მიმართულებით ძირითადი პრინციპები არ შეიცვლება

ეკონომიკის მიმართულებით ძირითადი პრინციპები არ შეიცვლება და იგივე დარჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილის მიერ ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
ქუმსიშვილის თქმით, სამინისტრო ეკონომიკისა და ბიზნეს განვითარებას მხარს მაქსიმალურად დაუჭერს.
„მე ეკონომიკის მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ, შესაბამისად, ძირითადი პრინციპები არ შეიცვლება. დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ და ეკონომიკის მიმართ დარჩება იგივე, რომ ჩვენ მაქსიმალურად მხარი უნდა დავუჭიროთ ეკონომიკას და ბიზნესგანვითარებას, თუმცა ამავე დროს, უკვე როგორც ფინანსთა მინისტრი, რა თქმა უნდა, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილშიც ხარჯების ნაწილი იქნება დაფარული და ის ვალდებულებები, რაც ჩვენ გვაქვს აღებული, აუცილებლად იქნება შესრულებული“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ამასთან, მან მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა, თუმცა დამატებითი დეტალების გასაჯაროვებისკენ თავი შეიკავა.
„საკადრო ცვლილებებს ვაპირებ, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით შევძლებ მოგახსენოთ“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადური შეცვალა. მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები