საქართველოს პროკურატურამ, თელავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, თელავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს თელავში წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ბრალდებული, ვალუტის გადამცვლელპუნქტში მომუშავე დაზარალებულს ცივი იარაღით თავს დაესხა და სიცოცხლის მოსპობისმუქარით ფულადი თანხის გადაცემა მოსთხოვა.
“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238’ მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – წერია ინფორმაციაში.