“მარტივი არ არის იმ ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ” – ილია თოფურია
“მარტივი არ არის იმ ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. მაგრამ ფაქტია – ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა დავამარცხე, მათ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა ვერ დაასრულეს. ამით ძალიან ვამაყობ”, – ამის შესახებ ილია თოფურიამ ისაუბრა.
“ჩემ გარშემო ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამას შევძლებდი. ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია. შეიძლება ამპარტავნად მიმიჩნევენ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით – დღეს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ.
ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა ემოციურად ცოტა უფრო რთული იყო – ის მართლა კარგი ადამიანია.
რაც შეეხება ჩემს ყველაზე დასამახსოვრებელ გამარჯვებებს, პირველ ადგილს ვოლკანოვსკისთან ნოკაუტს მივანიჭებდი, მერე მოდის ჰოლოუეი და ბოლოს – ოლივეირა.
უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და ჩაგეხუტებით ყველას“, – განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70 კგ) ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.