“ილიამ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა, ძალიან ვამაყობ და შთაგონებული ვარ მისით” – მერაბ დვალიშვილი
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ილიამ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. ძალიან ვამაყობ და შთაგონებული ვარ მისით” – წერს მერაბ დვალიშვილი.
ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მან ჩარლზ ოლივეირა პირველივე ტაიმში, ნოკაუტით დაამარცხა.