ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა

სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა მთელი გულით დაგლოცოთ თქვენს ცხოვრებაში ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი სწავლების სარბიელს. ცოდნა – ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. ღმერთი შეგეწიოთ, რომ ღირსეულად ჩააბაროთ ეს ცხოვრებისეული გამოცდა და აისრულოთ თქვენი კეთილი სურვილები“, – მიმართა მეუფე შიომ აბიტურიენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები