თინა ხიდაშელი ვლადიმერ ჩაჩიბაიაზე: იგი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი თვალსაჩინო ოფიცერია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას დადებითად ახასიათებს და აცხადებს, რომ იგი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი თვალსაჩინო ოფიცერია. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ჩაჩიბაია საერთაშორისო მისიებში ყველაზე მაღალ თანამდებობებზე მსახურობდა.
„გამოცდილი ადამიანია. ის პირველი ოფიცერი იყო, რომელმაც ავღანეთის მისია შეასრულა და თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ავღანეთში მსახურობდა. ამ თვალსაზრისით, წარმატებული ქართველი ოფიცერია. საერთაშორისო მისიებში ყველაზე მაღალ თანამდებობებზე მსახურობდა, რაც კი რომელიმე ქართველ ოფიცერს ოდესმე ჰქონია“,- განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პოსტზე ვლადიმერ ჩაჩიბაია პრეზიდენტმა დღეს დანიშნა. ჩაჩიბაიამ ამ თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას ნატოში გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები