დავით ზურაბიშვილი: შენიშვნები ძირითადად გვაქვს „სითი პარკთან“ დაკავშირებით

“რაღაცების გათვალისწინება მერიის მხრიდან ხდება ბიუჯეტთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი პრობლემა „სითი პარკია“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს „რესპუბლიკელმა“ წევრმა, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მათი მთავარი შენიშვნა „სითი პარკს“ უკავშირდება.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტში უნდა ჩაიდოს 25 მილიონი პირგასამტეხლო, რომელიც მერიამ უნდა გადაუხადოს „სითი პარკს“ და ახალ კომპანიას გაუფორმოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ქალაქისთვის იქნება სასარგებლო ან თვითონ აიღოს თავის თავზე ეს ფუნქციები, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ „სითი პარკისგან“ უნდა გავთავისუფლდეთ, ორი აზრი არ მაქვს“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დავით ზურაბიშვილი დადებითად აფასებს, იმას, რომ ახალ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები