შსს-ს გენერალური ინსპექცია კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების წევრი გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ლატვიაში, ქალაქ რიგაში, კორუფციის წინააღმდეგ  ევროპელი პარტნიორების გაერთიანების (EPAC) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციაზე საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის EPAC-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართა. დამსწრე წევრებმა აღნიშნულ ორგანიზაციაში გენერალური ინსპექციის გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის EPAC-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ანგარიშვალდებულების, საზედამხედველო ფუნქციების გაზრდის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეფექტური საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად.
EPAC-ი 2004 წელს დაარსდა. იგი დამოუკიდებელ, არაფორმალურ ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ანტიკორუფციულ და საპოლიციო საქმიანობაზე ზედამხედველობის 60-ზე მეტ სამსახურს აერთიანებს. გაერთიანების წევრები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, ერთობლივი სტრატეგიებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების შექმნაზე მუშაობენ. EPAC-ი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს სისტემატურად მართავს და ყოველწლიურად კონფერენციებს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები