„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მორიგი კონცერტი ქრისტოფ მაიერის და ჯორჯია ბრაუნის მონაწილეობით გაიმართება

22 ნოემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში  „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მორიგი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, დირიჟორია ფესტივალის სტუმარი გერმანიიდან, ქრისტოფ მაიერი, სოლისტი –  ჯორჯია ბრაუნი (ფლეიტა, ავსტრალია). აგრეთვე მონაწილეობს თომას ფოსტერი (კლავესინი, ინგლისი) და გიორგი კუზანაშვილი (თეორბო, საქართველო).15146759_10207266831901289_172881833_o
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 22 ნოემბრის საღამო გამორჩეული იქნება და ნებისმიერი მსმენელის ინტერესსა და გემოვნებას დააკმაყოფილებს, ვინაიდან კონცერტს წინ უძღვის ლექცია-შესავალი, სადაც ექიმი და მუსიკის მოყვარული დავით გიგინეიშვილი კონცერტის დაწყებამდე, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის ფოიეში მსმენელებს მოუყვება იმ კომპოზიტორების და ნაწარმოებების შესახებ, რომელსაც იმ საღამოს კონცერტზე მოისმენენ.
კონცერტის სოლისტი, ფლეიტისტი  ჯორჯია ბრაუნი დაიბადა ავსტრალიაში. ვიდრე ძველი მუსიკის სფეროში საერთაშორისო წარმატებას მიაღწევდა, ჰააგაში (ჰოლანდია) სწავლობდა მუსიკას. მას შემდეგ, რაც ლონდონში დასახლდა, ძალიან ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე ბრიტანეთის ძველი მუსიკის ანსამბლებთან ერთად – The English Concert, Academy of Ancient Music, Age of Enlightenment და The Dunedin Consort.
ჯორჯია საკმაოდ ენთუზიასტი პედაგოგია, ასწავლის საუზჰემპტონის უნივერსიტეტში და ბირმინგჰემის უნივერსიტეტის, ბირმინგჰემის კონსერვატორიის და ასევე კოლეჯ Eton-ის მიწვეული პედაგოგია. იგი კერძო გაკვეთილებს ატარებს ლონდონში და ყოველწლიურად სტუმრობს ბაროკო ფლეიტის საზაფხულო სკოლას სამხრეთ-დასავლეთ  საფრანგეთში, კორდ-სიუ-სიელთან ახლოს.
25 ნოემბერს, 16:00 საათზე, ქართველ მუსიკოსებს ექნებათ საშუალება, დაესწრონ და, რა თქმა უნდა, მონაწილეობა მიიღონ ჯორჯია ბრაუნის მასტერკლასში (მისამართი: სანაპიროს ქ. №4, შენობა 2, სართული 8).
15152366_10207266832101294_55429040_oქრისტოფ მაიერი, გერმანელი დირიჟორი და მევიოლინეა. მაიერი მუდმივად იღებს მიწვევებს სხვადასხვა სიმფონიური ორკესტრისგან, რათა ისტორიულ საკრავებზე შესრულების ტექნიკის და ინტერპრეტაციის გამოცდილება გადასცეს.
2013 წლიდან  ქრ. მაიერი „საქართველოს სინფონიეტასთან“ აქტიურად თანამშრომლობს და სწორედ ამის ნაყოფიერი შედეგი გახლავთ  გ.ფ. ტელემანის სამი სიუიტის აუდიოჩანაწერი, რომელიც ორკესტრმა სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში გამოსცა. მისი კონცერტები ყოველთვის გამორჩეულია, გერმანელი დირიჟორი აბსოლუტურად გახსნილია აუდიტორიის მიმართ.
ვიდრე ნაწარმოებს შეასრულებს, ყოველთვის ხსნის ნაწარმოების მნიშვნელობას და ახდენს დემონსტრაციას ამა თუ იმ საშემსრულებლო ხერხის საჩვენებლად, ამგვარად მუსიკოსსა და აუდიტორიას შორის მყარდება პირდაპირი და ღია კონტაქტი, რაც მეტად მოსწონთ მსმენელებს და ეს აძლევთ მათ საშუალებას, რომ მეტად გააზრებულად მოისმინონ და აღიქვან ესა თუ ის ნაწარმოები.
სწორედ ასეთი სრულყოფილი საღამო ელის ქართველ მსმენელს 22 ნოემბერს: სრულყოფილი ინფორმაციითა და საუკეთესო მუსიკოსების მიერ შესრულებული არაჩვეულებრივი მუსიკით. პროგრამაშია: ტელემანის, კვანცის, პახელბელის და იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები