ირაკლი კობახიძე: პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს განსაკუთარებული როლი ეკისრება

„პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს განსაკუთარებული როლი ეკისრება“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარემ მჭიდრო თანამშრომლობა უნდა დაამყაროს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შორის, რომელიც იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.
“ერთ-ერთი ამომავალი წერტილი დემოკრატიული სისტემის არის პარტიული ძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია და ამ საქმეში განსაკუთარებული როლი ენიჭება ამ მოწვევის პარლამენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტს ძალიან ბევრი საკითხი ექნება დღის წესრიგში. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, „ყველაფერზე დაიწყება მსჯელობა სპეციალური ფორმატის ფარგლებში“.
კობახიძის განცხადებით, პარლამენტში, მისთვის ყველა საკითხი ერთნაირად პრიორიტეტული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები