18 ნოემბერი
10:00
სასტუმრო „ამბასადორში“ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობა ექსპერტებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
10:45
ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით, სასტუმრო „რუმსში” არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ პოლიტიკის დოკუმენტებს, რომელიც აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და რეფორმებს მართლმსაჯულების, არჩევნების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
მის: კოსტავას ქ. #14
11:00
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პროკურატურის გადაწყვეტილება გახმაურებული საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით და გია გვიჩიანის საქმე, რომლის შესწავლა სახალხო დამცველის ოფისში სოფიო ხორგუანმა დაიწყო – რა წერია ომბუცმენის დასკვნაში.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში მსახიობი დიმიტრი ჯაიანი ბრიფინგს გამართავს.
11:00
კვლევითი ორგანიზაციები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საერთაშორისო ორგანიზაციები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, გენდერისა და სოციალური თემების ადვოკატირების სპეციალისტები დისკუსიას გამართავენ.
თემა: მონაცემების განმხოლოების მნიშვნელობა კვლევებისა და შეფასებისთვის.
სასტუმრო „რუმსი“, ღონისძიებების დარბაზი
11:30
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მათ შორის, ისაუბრებს მთავრობის პოლიტიკაზე ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11:30
„პირველის პრესკლუბში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი და იურისტი ნესტან ლონდარიძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების საქმეები. ცენტრმა კლინიკა „ლანცეტის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი თამთა კალანდაძე – 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა ბრიფინგს გამართავს.
18 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გახსნის.
მის.: ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. #26
12:00
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი, პოლიტიკური პარტია „საქართველოს მშვიდობოსთვის“ ხელმძღვანელი დავით თევზაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები; ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნების, სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძესთან დაკავშირებული საქმე და მინისტრის განაცხადება; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე ბრიფინგს გამართავს.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ბრიფინგს გამართავს.
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ბრიფინგს გამართავს.
14.00
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შშმ პირთა დასაქმების ფორუმი ჩატარდება.
14:00
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, “ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორი, ედვარდ ლუკასი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „რეალპოლიტიკა და ახალი ცივი ომი“.
16:00
სასტუმრო „ჰოლიდეი-ინნში“ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მის: 26 მაისის მოედანი N1
17:00
სასტუმრო „რედისონში“ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს“, „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტისა“ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
18:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში აიდას რიტის ვასილაუსკასის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით ”შემოქმედების იმპულსები და რიტმები” გაიხსნება.
მის: სიონის ქ. ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)