გიორგი კახიანი: პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტის პრეროგატივაა

პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის უფლებამოსილება არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ამას გააკეთებს პრეზიდენტი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.
როგორც კახიანმა განმარტა, როცა დეპუტატები პირველი სხდომის ამა თუ იმ თარიღს ასახელებდნენ, თავისთავად კონტექსტში იგულისხმებოდა, რომ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.
”სხდომის დანიშვნის უფლებამოსილება არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ამას გააკეთებს პრეზიდენტი. ის, რომ ზოგიერთი დეპუტატი საუბრობს სხდომის სავარაუდო თარიღზე, ამაში თავისთავად იგულისხმება, რომ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.
პრეზიდენტი ითვალისწინებს იმ რეალობას, რა რეალობაშიც ჩვენ ვართ. დარწმუნებული ვარ, როცა პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის დაინიშნოს პირველი სხდომა, ეს იქნება კონსულტაციების შედეგად”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრები მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით განცხადებებს რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებდნენ. მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა და მათ პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ ”ნაჩქარევი განცხადებების” გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები