“პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის მთავარი სანდო პარტნიორი ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებში” – მახაშვილი

“ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის მთავარი სანდო პარტნიორი ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებში”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა.

მისი განმარტებით, კონფერენციის მთავარი თემატიკა არის ევროკავშირის დღევანდელობა და მომავალი.

“ასევე, როგორ წარმოუდგენია ევროკავშირს საკუთარი თავი, როლი და მნიშვნელობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების თაობაზე, როგორც გარეთ, ასევე შიგნით. ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის მთავარი სანდო პარტნიორი ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებში. რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირი სამართლიანად მოეპყროს საქართველოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დავრჩებით ევროკავშირის მთავარ სანდო პარტნიორად ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონია. ეს იქნება ჩვენი მთავარი სათქმელი, როგორც კონფერენციაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები