“გასაკვირი არ არის, რომ „ნაცმოძრაობასა“ და მის მიმდინარეობაში არასოდეს არ იყო და არ არის ერთიანობა არცერთ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით” – მაჭარაშვილი

“გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიმდინარეობაში არასოდეს არ იყო და არ არის ერთიანობა არცერთ საკითხთან დაკავშირებით და, რა თქმა, უნდა არც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით – ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველას საკუთარი განზრახვები აქვს, “ვერ საუბრობენ, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ”.

„გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიმდინარეობაში არასოდეს არ იყო და არ არის ერთიანობა არცერთ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა, უნდა არც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ერთი პატრონი ჰყავთ, შიგნით, ბუნებრივად მოწინააღმდეგეები არიან. მათ არ აქვთ სურვილი საქართველოსა და მოსახლეობის მსახურების, ეს მათი ბუნებაა – წინააღმდეგობა, ერთმანეთის ჩაშვება, ლანძღვა-გინება.

რომელ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ, როდესაც ერთ საერთო ტიპის განცხადებასაც ვერ აკეთებენ პოლიტიკურ საკითხზე. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ზოგი იძახის – „მივიღებ მონაწილეობას“, ზოგი – „არ მივიღებ“, ზოგი -„ჯერ არ ვიცი“, ზოგიც ამბობს, რომ „პატრონს უნდა ჰკითხოს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები