ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ყველანაირ გამჭვირვალობას მივესალმებით

,,ეს პრობლემა ყოველთვის იდგა და ყოველთვის არსებობდა, თვალებს ხუჭავდნენ. ჩვენ გავბედეთ და ერთ-ერთი პირველი ვიყავით მსოფლიოში, ვინც ამაზე ხმა ამოვიღეთ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საკითხს, რომლის მიხედვითაც, „ევროპარლამენტში ერთ ჯგუფს ინიციატივა აქვს, რომ არაფორმალური გავლენების გამოძიება მოხდეს“.

სამხარაძის თქმით, საქართველო ყველანაირ გამჭვირვალობას მიესალმება.

„გახსოვთ, რამხელა კრიტიკა და სიძულვილის ნიაღვარი მოჰყვა ყველა მცდელობას. კარგია, ქართულ გამოცდილებას თუ გადაიღებენ და მივესალმებით. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ყველანაირ გამჭვირვალობას მივესალმებით. იმ ორგანიზაციაში, რომლის წევრობაც გვინდა, ასევე მივესალმებით გამჭვირვალობას, ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები