ლევან მახაშვილი: პოლიტიკაში ფულის არალეგალური ტრიალი პრობლემაა და რაც მალე გაუსწორებენ თვალს ამ პრობლემას ევროკავშირი და მისი წევრები, მით უკეთესი იქნება ევროკავშირისთვის

,,პოლიტიკაში ფულის არალეგალური ტრიალი პრობლემაა და რაც მალე გაუსწორებენ თვალს ამ პრობლემას ევროკავშირი და მისი წევრები, მით უკეთესი იქნება ევროკავშირისთვის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემის იგნორირება გამოსავალი არ არის.

„რეალურად, ეს არაფორმალური გავლენები პრობლემის გამოვლინებაა. როგორც იტყვიან, პრობლემამ თავისი თავი მალა, მაგრამ ვერ დამალა. პრობლემის იგნორირება არ არის გამოსავალი, აუცილებელია ამ პრობლემას ყველამ თვალი გაუსწოროს და სერიოზულად იზრუნოს ამ თემაზე. ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს მასშტაბით. ამ ქვეყნებიდან რაც უფრო მალე დაიწყება ზრუნვა, მით უფრო პასუხისმგებლობიანი და ანგარიშვალდებულები იქნებიან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

ჩვენთანაც რამდენიმე პრობლემა მწვავედ იდგა დღის წესრიგში და ჩვენ ამ პრობლემის მოგვარება იმ კანონმდებლობით შეგვიძლია, რაც შემოვიტანეთ. თუ სხვა ქვეყნებს აქვთ იმის სურვილი, რომ ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ, დიდი სიამოვნებით გავუზიარებთ, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ დღის წესრიგში ეს პრობლემა არის. პოლიტიკაში ფულის არალეგალური ტრიალი პრობლემაა და რაც მალე გაუსწორებენ თვალს ამ პრობლემას ევროკავშირი და მისი წევრები, მით უკეთესი იქნება ევროკავშირისთვის“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები