“ყველას დაგიჭერთ!” – ტუსკის თქმით, 2024 წელს ვარშავის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი  მასშტაბური ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ 2024 წლის მაისში, ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

“ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში გაჩენილი დიდი ხანძარი, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო შეკვეთილი. ზოგიერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულები და ძებნილები არიან. ყველას დაგიჭერთ!”,- დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ლიტვის პროკურატურის განცხადების თანახმად, 2024 წლის მაისში, ვილნიუსში მდებარე IKEA-ს მაღაზიაში ხანძრის გაჩენაში პასუხისმგებელი რუსეთის სამხედრო დაზვერვაა. მომხდართან დაკავშირებით პოლონეთში ერთი პირი დააკავეს. ხანძრის შედეგად 1400 მაღაზია და მომსახურების ცენტრი განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები