ლევან მახაშვილი: რადიკალური ოპოზიცია საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია
,,რადიკალური ოპოზიცია საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„რადიკალური ოპოზიცია საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ისინი დაბეჯითებით საპირისპიროს საუბრობდნენ, მაგრამ ახლა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის რთული არჩევანის წინაშე არიან – საკუთარი ტყუილები გამოიტანონ საჯაროდ და განაცხადონ, რომ მოსახლეობას ატყუებდნენ და რეალურად არაფერი იყო, თუ მაინც საარჩევნო დაპირისპირებაში შევიდნენ. ალბათ, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ეს იქნება მათი კიდევ ერთი ლუსტრაცია იმის, რაც მათი ხელწერაა – საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.