“ჰამასი” ისრაელელ-ამერიკელ მძევალ ედან ალექსანდერს გაათავისუფლებს, რომელიც ღაზაში იყო დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
“ჰამასის” ოფიციალური პირის ინფორმაციით, ალექსანდერი ღაზის სექტორში ტყვეობაში 550 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
ჰამასის განცხადებით, ალექსანდრეს გათავისუფლება, რომელიც, სავარაუდოდ, პალესტინური დაჯგუფების მიერ დაკავებული უკანასკნელი ამერიკელი მძევალია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეყვანის დაშვების მცდელობის ნაწილია.
Reuters-ის ცნობით, ღაზაში” ჰამასის” მეთაურმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა, რომ ალექსანდერის გამოშვებაში მონაწილეობას ერთობლივად კატარი, ეგვიპტე და თურქეთი იღებდნენ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთს ეწვევა. მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამ ბოელერმა, ალექსანდრის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, წინ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა.
„ჩვენ ასევე ვთხოვთ ჰამასს, გაათავისუფლოს კიდევ ოთხი გატაცებული ამერიკელის ცხედარი“, – დასძინა ბოელერმა.