იოჰანეს ჰანი: ვიზალიბერალიზაციაზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას ძალიან მალე ველოდები

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
ჰანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მოკლე დროში მიიღებს.
„უკვე არაერთხელ განვაცხადე და მიმაჩნია, რომ საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს პირობები. მე პოზიტიურ გადაწყვეტილებას ძალიან მალე ველოდები, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეები იმსახურებენ ამას. მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯერ კიდევ ნოემბერია, ამიტომ დეკემბერში პროცესის დასრულების შესაძლებლობა არსებობს. ერთადერთი მიზეზი ამ პროცესის გაჭიანურების არის ის, რომ საჭიროა ევროკავშირსა და ევროპარლამენტს შორის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები