დონალდ ტრამპი: ეს იყო პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული დღის შედეგები შეაჯამა და მას რუსეთისა და უკრაინისთვის „პოტენციურად დიდი დღე“ უწოდა. შესაბამისი განცხადება მან საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოაქვეყნა.

„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის. წარმოიდგინეთ ასობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე, როდესაც ეს უსასრულო სისხლისღვრა იმედია დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო. ორივე მხარესთან გავაგრძელებ მუშაობას, რათა დავრწმუნდე, რომ ეს მოხდება. ამერიკას სურს ამის ნაცვლად აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე იყოს ფოკუსირებული. დიდი კვირა გველის“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა, უკრაინის დედაქალაქში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მონაწილეებმა კი ერთობლივი განცხადება მიიღეს და რუსეთს 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები