ზელენსკის პასუხი პუტინს: ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან და უკრაინა შეხვედრისთვის მზადაა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევსა და მოსკოვს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის შესახებ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას გამოეხმაურა. აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„კარგის ნიშანია, რომ რუსები საბოლოოდ ფიქრობენ ომის დასრულებაზე. მთელი მსოფლიო დიდი ხანია ამას ელის. და ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა. მკვლელობების გაგრძელებას ერთი დღითაც კი აზრი არ აქვს. ჩვენ ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს – ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზადა შეხვედრისთვის“, – წერს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები