1972 წელს გაშვებული საბჭოთა კოსმოსური სადგური ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა

რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ვენერას შესასწავლად განკუთვნილი კოსმოსური ხომალდი Cosmos-482, რომელიც სსრკ-მ 1972 წელს გაუშვა, 10 მაისს ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა.

აპარატი დედამიწის მეზობელი პლანეტის შესასწავლად 1972 წელს გაუშვეს, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ის საჭირო კურსზე ვერ გადავიდა და ვენერამდე ვერ მიაღწია.

ამ დროის განმავლობაში 500-კილოგრამიანი აპარატი დედამიწის ორბიტაზე, დაახლოებით 10 ათასი კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა. მას ყურადღებით აკვირდებოდნენ სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოს მეცნიერები, რადგან უკონტროლო აპარატის ჩამოვარდნის ზუსტ ადგილს ვერ პროგნოზირებდნენ და პოტენციური საფრთხის გამო ღელავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები