საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბრიტანეთის და უკრაინის ლიდერების ერთობლივი განცხადება: 12 მაისიდან უნდა გამოცხადდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა

კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან უნდა გამოცხადდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში. აღნიშულის შესახებ ისინი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

„უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, თავისი განმარტებით, არ შეიძლება, დაექვემდებაროს რაიმე პირობებს. რუსეთი ასეთ პირობებს თუ აყენებს, ეს შეიძლება, მხოლოდ ომის გახანგრძლივებისა და დიპლომატიის ძირგამომთხრელ მცდელობად ჩაითვალოს“, – აცხადებენ ევროპელი ლიდერები.

ლიდერების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს ყოვლისმომცველი – ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საჭიროა ეფექტური მონიტორინგი, რომელიც წარმატებით განხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპელი ლიდერები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერენ როგორც ევროპა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები