ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის გამზირი N578-ის მოპირდაპირედ არსებულ სკვერი ახალ იერსახეს იძენს.
“სამუშაოების ფარგლებში, სრულიად ახლდება საპარკე ინფრასტრუქტურა. არსებულ სივრცეებთან ერთად, ემატება სხვადასხვა ატრაქციები, გასართობი კუთხეები, გამწვანებები.
სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები