“ამ ეტაპისთვის, ყველა გამოწვევა დაძლეულია და ნორმალური სიტუაციაა ქალაქში” – ბათუმის ვიცე-მერი

“ამ ეტაპისთვის, ყველა გამოწვევა დაძლეულია და ნორმალური სიტუაციაა ქალაქში”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ბათუმის ვიცე-მერმა, ნუკრი დეკანაძემ განუცხადა.

„ძლიერი ქარის შედეგად გადმოვარდნილი სახურავით დაზიანდა ორი მოქალაქე. იმ ღამესვე გადაყვანილნი იყვნენ საავადმყოფოში. ამ ეტაპისთვის ისინი გაწერილნი არიან სახლში. პრობლემა იყო ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც მალევე აღდგა. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოებიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასრულებულია.

დაზიანებული იყო რამდენიმე ხე-მცენარე, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოებიც განხორციელდა. დაზიანებული იყო ასევე რამდენიმე კერძო ავტომანქანა სახურავების ვარდნის შედეგად. ამ ეტაპისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა“, – აღნიშნა  დეკანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები